თავდაცის სამინისტრო მინისტრის მოადგილეების გარეშეა დარჩენილი. როგორც პრემიერ-მინისტრის #401 განკარგულებაშია აღნიშნული, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეს და ასევე ყველა მოადგილეს უფლებამოსილება უკვე შეჩერებული აქვს.
" საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართვე-ლოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს", - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილი განკარგულებაში.