თავდაცვის ახალი მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი რჩება და ის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ორიენტირებული იქნება. როგორც ჯანელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში მისი მინისტრად წარდგენისას განაცხადა აქტიურად გაგრძელდება სამხედრო თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან.
,,პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ რომ შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცვლელი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ჩვენი მთავრობის არჩევანი და ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. ჩვენ ყველაფერს გავეკეთებთ იმისათვის რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოს. მოხდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოსთან. ასევე აქტიურად გაგრძელდება სამხედრო თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ასევე დიდი ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან. მეორე პრინციპი რასაც დაეფუძნება ჩემი მმართველობა იქნება შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცისადმი პატივისცემა. ისინი ჩვენ მივაჩნია რომ არიან გმირები, ისინი ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მათ მოახერხონ თავიაანთი თავის სრულად რეალიზება და ღირსეულად სამსახურის გაწევა თავიანთ სამშობლოს მიმართ", _განაცხადა ჯანელიძემ.