ხვალ, 7 აპრილს, 14.00 საათზე, საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია დაესწრება.