51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.
მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
დღეიდან ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ სრული სპექტრის ამოცანებს შეასრულებს.
დროშის აღმართვის ცერემონიალში 51-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და ბატალიონის სერჟანტი ომარ ბორტიშვილი მონაწილეობდნენ.