საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღე პირადმა შემადგენლობამ ხონში, ბრიგადის ტერიტორიაზე აღნიშნა. დაარსების თარიღი სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ნოდარ ეფრემიძემ, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა და II საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს.