დღეს, სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა. დოკუმენტს ხელი სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა, რევაზ კუჭუხიძემ და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილიც დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები