გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.
ირაკლი ალასანია ვილდფლეკენის სამხედრო ბაზას ესტუმრა. გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გადის წვრთნას. ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან, სადაც „გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო.