დღეს თავდაცვის სამინისტროში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოსთვის უელსის სამიტის შედეგები და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შემუშავებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კონცეფციის ელემენტები განიხილეს. დოკუმენტის შესახებ 20 ოქტომბერს, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში იმსჯელეს.