თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული საიდუმლო შესყიდვებისას გამოვლენილ კორუფციულ გარიგებას, პროკურატურასთნ ერთად, ნდობის ჯგუფიც შეისწავლის.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ჯგუფმა შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
"ყველა უწყებას, რომელიც ნდობის ჯგუფის წინაშე პასუხისმგებელი, უკვე გავუგზავნეთ წერილები და მათგან ველლოდებით სრულყოფილ ინფორმაციას საიდუმო შესყიდვებთან დაკავშირებით. ყველა ამ ინფორმაციას დეტალურად განვიხილავთ და გავაანალიზებთ", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედაებათ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.