დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ქაროსანიძე გენდერული თანასწორობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სტუმრებს ბოლო პერიოდში, თავდაცვის უწყებაში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომომავლო გეგმები გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები