დღეს, სადაზვერვო გადამზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. დაზვერვის დანაყოფების გადამზადების კურსი მეორედ ჩატარდა.
კურსი 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზანს სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელი ცოდნისა და უნარების გამომუშავება, ასევე, სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვა და საომარ პირობებში მისი განხორციელების შესწავლა წარმოადგენდა. აღნიშნული კურსის ფარგლებში მსმენელები სამხედრო ტოპოგრაფიას, საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო მომზადებასა და კომბინირებულ საველე სწავლებებს დაეუფლნენ.
კურსის გამოშვების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე დაესწრო. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა და კურსის დასრულება მიულოცა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. სერთიფიკატები სხვა კურსდამთავრებულებსაც გადაეცათ.
საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას