2014 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კვლავ თურქეთი (1428 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (879 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთია (614 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ- სექტემბრის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2153 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6223 მლნ. აშშ დოლარს (12 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 4070 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.