საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. არმიის გენერალმა ნეჯდეთ ოზელმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე, იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
საქართველოში თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.