„ბაქოში წარმატებით ჩატრადა დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების რკინიგზების სარკინიგზო ტრანსპორტის მართვის საბჭოს 61-ე სხდომა, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. რესპუბლიკის ლიდერმა, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონის სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტის რეალიზებას", - ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.
პუბლიკაციაში გადმო-ცემულია საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და ვცლადაა საუბარი თვით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თაობაზე, რომელსაც ფართო პექსპექტივები აქვს: „სწორედ ამ რკინიგზამ უნდა შეიტანოს დიდი წვლილი რეგიონის სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. მან უნდა განამტკიცოს სახელმწიფოთა უსაფრთხოება როგორც კავკასიაში, ასევე ზოგადად, ევრაზიულ სივრცეში, ის ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოდ გადატანას ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის რეგიონებიდან ევროპაში, გააფართოვებს მგზავრთა გადაყვანის მოცულობას... მოკლედ, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით მოიგებს არა მარტო აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი, არამედ დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნები, ზოგადად კი - მთელი მსოფლიო", - აღნიშნულია სტატიაში
მასალის გამოყენების პირობები