„დასავლეთის უკმაყოფილებისა და ოპოზიციის პროტესტების მიუხედავად, საქართფველოს ხელისუფლება განაგრძობს სამართლებრივ დევნას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი პირების წინააღმდეგ: გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და მას შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - ნათქვამია "კომეტრსანტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სამართლომ ბაჩანა ახალაია დამნაშავედ აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე („სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობა") და 144-ე მუხლების („წამება") საფუძველზე, რომელიც თბილისის ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთანაა დაკავშირებული. მოსამართლემ დადასტურებულად გამოაცხადა ახალაიას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობა, რომლის თანახმად, მან კომფორტული პირობები მოუწყო ზემოთ აღნიშნული მკვლელობის ფიგურანტებს. განაჩენის გამოცხადების წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა, მათ შორის მისმა მეუღლემ, საპროტესტო აქცია მოაწყეს და ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე განაჩენის გამოცხადების მომენტში სასამართლო დარბაზში არსებული ვითარება: „როცა მოსამართლემ ვერდიქტის კითხვა დაიწყო და იგი 333-ე მუხლით („სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება") გაამართლა (ეს ბრალდება ასევე შეტანილი იყო პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში), დარბაზში შეკრებილმა განსასჯელის მხარდამჭერებმა მოსამართლეს მოწონების ნიშნად ოვაცია მოუწყეს, მათ ეგონათ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო. ხმაურის გამო მოსამართლემ დამწრეთა ნახევარზე მეტი დარბაზიდან გააძევა და როცა მათ გაიგეს, რომ ბაჩო ახალაია საბოლოო ჯამში მაინც პატიმრად რჩებოდა, საპროტესტო აქცია გამართეს. თვით განსასჯელმა კი ასევე პროტესტის ნიშნად განაჩენის მოსმენა არ ისურვა. მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ განაჩენი გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგკი მასალები გადაიგზავნება სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.
„კომერსანტის" მონაცემებით, ბაჩანა ახალაიას ადვოკატები და ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართონ: გიორგი მარგველაშვილმა ამას წინათ აშშ-ის ელჩის მიერ გამოხატული მკვეთრი უკმაყოფილების პასუხად („პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების გამო") მიანიშნა, რომ სავარაუდოდ, იგი შეწყალების უფლებას გამოიყენებს როგორც ექს-პრეზიდენტის, ასევე მისი თანამოაზრეების მიმართ.

ავტორი: . .