ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, ქართველებმა ყველაზე კარგად იციან რა რთული პერიოდის წინაშე დგას ევროპა, რადგან რუსეთი კვლავ არალეგალურად შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე. როგორც ბრიდლავმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ.
„მადლობას მოგახსენებთ რათა მომეცა შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩემი აზრი საქართველოში ვიზიტის შესახებ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და როგორ უმკლავდება საქართველო ამ საფრთხეებს. მე ასევე შევხვდები საქართველოს პრემიერ მინისტრს და ვესტუმრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რათა გავესაუბრო სტუდენტებს.ქართველებმა ყველაზე კარგად იციან თუ რა რთული პერიოდის წინაშე დგას ევროპა, რადგან რუსეთი კვლავ შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად, მოახდინა მისი ერთი ნაწილის ანექსია და გამოიყენა სამხედრო ძალა საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ", _განაცხადა ბრიდლავმა.
მასალის გამოყენების პირობები