,,საქართველო აგრძელებს 2015 წელს ნატოსთან ერთად ავღანეთში უსაფრთხოების მისიას", _ამის შესახებ, თავდაცვის მინისტმა ირაკლი ალასანიამ ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურ ფილიპ ბრიდლავთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით წარმოდგენილი.
,,საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით წარმოდგენილი, რისთვისაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები არიან ძალიან მადლიერი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მიმართ ამჟღავნებს", _განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები