ხვალ, 22 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალ კვინიტაძის N20.