საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი 19 წლის ახალგაზრდის გატაცემის საქმეში მონაწილე პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო განმარტავს, რომ დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია 2013 წლის 10 იანვარიდან მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციაში. დურმიშხან ღვარჩლიანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ 2014 წლის 15 თებერვალს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.
ჯემალ შონია 2013 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2014 წლის 13 იანვარს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია სამეგრელო- ზემო სვანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გასამხედროებული ქვედანაყოფის წევრები იყვნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ, ისევე, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული სხვა გასამეხდროებული ქვედანაყაფოების წევრებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შანსი მიცათ.
თუმცა, დაკისრებული მოვალების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების და საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის, დურმიშხან ღვარჩლიანმა და ჯემალ შონიამ რამდენიმე თვეში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეიაღებული ძალები დატოვეს.