დღეს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში შეჯიბრი გაიმართება. სპორტულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.