დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. სერჟანტთა სამეთაურო საშტაბო კურსის ფარგლებში, 27 სერჟანტს კონფლიქტოლოგიის თემაზე სემინარი ჩაუტარდათ.
უნივერსიტეტის პროფესორებმა სერჟანტებს თანამედროვე კონფლიქტების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ე.წ. ჰიბრიდული ომისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის ცივილიზაციების შესახებ ლექციები წაუკითხეს.
სერჟანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი უკვე მეორედ ჩაუტარდათ. ახლო მომავალში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.