აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდის „მაუნტ უითნის" შემოსვლის ცერემონიალს დაესწრო.
4 დღის განმავლობაში ბათუმის პორტში ყოფნისას, "მაუნთ უითნი" სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს, უმასპინძლებს გემის ტურებს, გამართავს საჯარო კონცერტს და მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად.
"მაუნთ უითნის" ვიზიტი აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხომალდების მიერ განხორციელებული ვიზიტების გაგრძელებაა და ემსახურება პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას აშშ-ის, მის მოკავშირეებსა და რეგიონულ პარტნიორებს შორის.
15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე აშშ-ის საზღვაო ფლოტის ევროპული სარდლობის ორკესტრი კონცერტს გამართავს ბათუმის პიაცაზე. "მოკავშირე ძალების ჯაზის დიპლომატები" შეასრულებენ ამერიკული ბიგ ბენდის კლასიკურ მიქსებსა და თანამედორვე ჯაზ ვოკალის არანჟირებებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. „მაუნთ უითნის" ვიზიტი ბათუმის პორტში ადასტურებს აშშ-ის ძალისხმევას ნატოს მოკავშირეებთან და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, აგრეთვე საერთო მიზნის მისაღწევად შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის.