ერთ თვეში გახდება ცნობილი როდიდან განთავსდება ნატოს საწვრთნელი ბაზები საქართველოში. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა ქართული მხრიდან ყველა სამუშაო უკვე ჩატარებულია და შესაბამისი გეგმა ნატო შტაბბინას უკვე გადაეგზავნა.
,, ამ პაკეტის იმპლემენტაციისთვის მზადება იმ დღიდან დაიწყო როდესაც ნატოს სამიტი დასრულდა. Mმე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ორშაბათს გადაიგზავნა ნატოს შტაბბინაში. Uუახლოეს ერთ თვეში ჩვენ ველოდებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან თანხმობას, რის შემდეგ უკვე ეს გეგმა საჯარო გახდება", -აცხადებს ალასანია.