დღეს, 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი ესტუმრება. ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უმასპინძლებს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის უწყების ეზოში გაიმართება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრები მედიის წარმომადგენლებისთვის კომენატრებს გააკეთებენ.