აზერბაიჯანი ტრანსკონტინენტური სარკინიგზო მაგისტრალის „ბაქო-თბილისი-ყარსის" გლობალური საერთაშორისო ჩვენების მოწყობას გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, ჩვენება ბაქოში, მიმდინარე თვეში უნდა გაიმართოს, იმ საერთაშორისო კონფერენციის ეგიდით, რომელზეც „აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივები" უნდა განიხილონ", - აღნიშნულია „ნეზავისიმაია გაზეტას" სტატიაში (ავტორი - სოხბეთ მამედოვი).
მოსალოდნელია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას 40 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს - იაპონიიდან დაწყებული, დიდი ბრიტანეთით დამთავრებული. აზერბაიჯანის მხარემ უკვე დაიწყო მზადება. რაც შეეხება თვით სარკინიგზო მაგისტრალს, აქციონერები მალე მოძრაობის ტესტურ გაშვებას გეგმავენ: პირველი სატვირთო შემადგენლობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე უკვე უახლოეს თვეებში უნდა მივიდეს. როგორც აზერბაიჯანის ტრანსპორტსი მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრინციპში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამისათვის ყველაფერი მზადაა, საქართველო ტერიტორიაზე კი ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, განსაკუთრებით ეს ეხება ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთს თურქეთის საზღვრამდე, რომლის სიგრძე 26,3 კილომეტრია და სადაც გირბულაღთან 156 მეტრიანი სარკინიგზო ხიდი შენდება. ამჟამად ასევე დასრულების სტადიაშია ძველი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა, შენობების რემონტი და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ამ რკინიგზით დაინტერესებულია არა მხოლოდ ბაქო, თბილისი და ანკარა, არამედ ბევრი ევროპული და აზიური სახელმწიფო, აგრეთვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც, რომელიც ავრანეთიდან სამხედრო ტექნიკის გამოსატანად ამ მარშრუტით სარგებლობა სურს. რკინიგზაზე მოძრაობის გახსნით დაინტერესებულია ყაზახეთიც. თავის მხრივ, პეკინი და ტოკიო იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთიდან წამოსული ტვირთებისათვის ევროპაში ჩატანის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
მასალის გამოყენების პირობები