საქართველოში სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, დები ბრაზერსი ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, თამარ ქაროსანიძესა და მიხეილ დარჩიაშვილს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე, მინისტრის მოადგილეებმა ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
დელეგაციის წევრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დღესვე, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2015-2016 წლებში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ესტუმრა.