რესპოდენტის შესახებ
რუსმა მილიარდერმა და პოლიტიკურმა ემიგრანტმა ევგენი ჩიჩვარკინმა ინტერვიუ მისცა უკრაინულ გამოცემა „გორდონს", რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს შესახებაც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან კიევში ემიგრირებული ბიზნესმენი პოლიტიკურ და საქმიან წრეებში საკმაოდ ახირებული და უცნაური ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს. ასე, მაგალითად, არასერიოზულ მოქმედებად შეფასდა მისი სატელეფონო ზარი პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში და განცხადება უკრაინის ეკონომიკის მინისტრად საკუთარი კანდიდატურის შეთავაზების თაობაზე. დღემდე ევგენი ჩიჩვარკინს პრეზიდენტისაგან პასუხი არ მიუღია.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ევგენი, არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ შესაძლოა თქვენ ვიღაც სულელი ეგონეთ? ხომ იცით, რომ ყველა ქვეყანას თავისი სულელები ჰყავს, ვისაც საკუთარი თავი პრეზიდენტად ან მინისტრად წარმოაუდგენია...
- იცით, როცა მე 2007 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დავურეკე, მასთან იმწუთშივე მალაპარაკეს. სწორედ ამით განსხვავდება [საქართველო სხვა ქვეყნებისაგან], რომელმაც თავისი მოქალაქეების ცნობიერებაში საბჭოური აზროვნება დაამარცხა. კარგი, გასაგებია, არ მოვეწონე... არ უნდათ და ნუ უნდათ. შეიძლება სხვა დროს...
- საქართველოშიც საკუთარი თავი მინისტრად შესთავაზეთ?
- არა, მე კახა ბენდუქიძეზე უფრო კარგი მინისტრი მაინც ვერ ვიქნებოდი, მით უმეტეს, რომ მე მაშინ „ევროქსელის" თანამფლობელი ვიყავი...
- ვთქვათ, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის სავარძელში ზიხართ. რას გააკეთებდით და რით დაიწყებდით პირველ დღეს?
- ჯერ დავიქირავებდი უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მერე დავიწყებდი თანაშემწის ძებნას, მივიწვევდი აქტიური თანამშრომლობისათვის ქართული რეფორმების ავტორებს, დავურეკავდი იგივე წინადადებით ანდრეი ილარიონოვს - ვლადიმერ პუტინის ყოფილ თანაშემწეს ეკონომიკურ საკითხებში...
- თქვენ თვლით, რომ უკრაინაში რეფორმები საქართველოს მსგავსად სწრაფად განხორციელდება?
- უკრაინა საქართველოზე უფრო დიდი ქვეყანაა, ამიტომ აქ სწრაფი ტემპები არ იქნება, თუმცა ლიბერალური რეფორმები საწყის ეტაპზეც საკმაოდ სწრაფ ეფექტს იძლევიან...
- რეფორმების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს...
- როგორ ცხოვრობდნენ ისინი რეფორმამდე, 2003 წელს? შედარებაც კი არ შეიძლება...

ავტორი: . .