საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ვალერიუ ტროენკოს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ვალერიუ ტროენკომ აღნიშნა, მოლდოვა საქართველოს გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. მისი თქმით, განსაკუთრებულ ინტერესს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები იწვევს.
მხარეებმა რეგიონალური უსაფრთოების საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგის ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.
მასალის გამოყენების პირობები