,,ნაცმოძრაობის" წევრი ნიკა მელია აბანოთუბანში, კერძოდ მირზა შაფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია შპს „აპოლი გ.ს მიერ წამოწყებულ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის „სამეფო ბაღის" მშენებლობას ეხმიანება და აცხდებს, რომ გაუგებარია რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ისტორიული უბნის მიმართ, მითუმეტესეს, რომ ახალი ეს ვერსია, რომელიც კომპანია „აპოლი გ.ს."-მა ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შეიტანა დასამტკიცებლად ითვალისწინებს ბევრად უფრო გრანდიოზული 10 სართულიანი კომპლექს.
,,ეს პროექტი წლების წინ იყო ინიცირებული, მაგრამ საზოგადოების პროტესტისა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულობის გამო ჩვენ მის განხორციელებაზე უარი ვთქვით. ასევე ავღნიშნავთ, რომ პირველადი ვერსია ითვალისწინებდა ძირითადად ავტენტური შენობების მშენებლობას.გაუგებარია ის თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ისტორიული უბნის მიმართ, მითუმეტესეს, რომ ახალი ეს ვერსია, რომელიც კომპანია „აპოლი გ.ს."-მა ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შეიტანა დასამტკიცებლად ითვალისწინებს ბევრად უფრო გრანდიოზული 10 სართულიანი კომპლექს.მით უფრო აღმაშფოთებელია, რომ პროექტი კანონის უხეში დარღვევით ხორციელდება. კანონმდებლობის მდებლობის თანხმად საწყისს ეტაპზე, პროექტს განიხილვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კერძოდ კი, მასთან არსებული არქიტექტორული საბჭო.ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უარი უთხრა კომპანიას, თუმცა, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კანონის სრული იგნორირებით, მაინც დააკმაყოფილი კომპანიის თხოვნა. ახლა ჯერი თბილისის მერიაზეა.აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშილმა ყოველგვარი ნებართვების გარეშე დაიწყო „პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისის მერია არ შეცვლის სააგენტოს გადაწყვეტილებას", -აცახდებს მელია.
მიისვე განცხადებით, აღნიშნული სიტუაცია ლოგიკურად 90-იანი წლების პერიოდის მსგავსია, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის ჯიბეებში მიდიოდა.
,,ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხები „ქართული ოცნების" მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდის", _აცახდებს მელია.