რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში იმაზე უფრო მეტად პრორუსული ძალა მივიდა, ვიდრე ადრინდელი ე.წ. ხელისუფლება იყო.
„ვეთანხმები იმას, რომ რუსეთის ინტერესი რეგიონის მიმართ გაიზარდა და ეს ტყუილად როდი ხდება. რა თქმა უნდა არის ახალი გარემოებები რეგიონალურ დღის წესრიგში.
მოსკოვი დიდ ინტერესს იჩენს სომხეთისადმი ევრაზიული ინტეგრაციის განვითარების კონტექსტში. ასე ვიტყოდი: რუსეთში აპირებენ უფრო ინტენსიური გახადოთ თანამშრომლობა ყველა მოკავშირესთან, რომლებიც არსებობენ ამ დროისათვის. მნიშვნელოვანი ნაჩვენები იქნეს, რომ ევრაზიული მაგნიტის ირგვლივ ყველაფერი კარგადაა.
რაც შეეხება აფხაზეთს - ახლანდელი აქტიურობა მაინც, ჩემი აზრით რამდენადმე უფრო ფართოა ვიდრე ორმხრივი რუსულ აფხაზური ურთიერობები. კონსესუსი აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ირგვლივ არსებობს და ის არ არის დავის საგანი საშუნაო პოლიტიკაში. რაც აჩვენა კიდეც თვალნათლივ აფხაზეთში ჩატარებულმა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა.
გარკვეულწილად ისიც შეიძლება ითქვას, რომ ახლა აფხაზეთში იმაზე უფრო მეტად პრორუსული ძალა მივიდა, ვიდრე ადრინდელი ხელისუფლება",_ აცხადებს მარკედონოვი.
მისივე თქმით, აფხაზური მხრიდან იყო შიში იმისა, რომ ახალი შეთანხმება რუსეთთან შესაძლოა აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.
„ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ არავის არ აქვს ხელთ შეთანხმების ტექსტი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ. ხოლო განხილვა ტექსტის გარეშე ბადებს შიშებსა და კომპლექსებს. ბევრად უფრო ნაკლები მითქმამოთქვა იქნებოდა ჩვენ, რომ ახლა მზა ტექსტს განვიხილავდეთ. ეს კი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის",_ ამბობს პოლიტოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები