დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა ახალი ლიდერის რაილ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა. ე.წ. ფიცის დადების შმდეგ ხაჯიმბამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაჯიმბამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალი წლის განმავლობაში დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოსთან. ჩვენ ვცხოვრობთ და ვვითარდებით საერთო ცივილიზაციურ სივრცეში.
სწორედ რუსეთი არის ჩვენ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მან პირველმა აღიარა ჩვენი სახელმწიფო და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები",_ განაცხადა ხაჯიმბამ და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის რეალობა ისეთი მრავალი საფრთხის შემცველია, რომ აუცილებლად მოითხოვს „ახალ მიდგომას რუსულ-აფხაზური ურთიერთობების თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას".
„ამიტომაც ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის ახალი შეთანხმების გაფორმებას ვემხრობით, რომელიც მიმართული იქნება ინტეგრაციის გარღმავებისაკენ, უპირველეს ყოვლისა თავდაცვის, საზღვრის დაცვისა და ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების სფეროში",_ განაცხადა ხაჯიმბამ და აღნიშნა, რომ ეს იქნება „უფრო მყარი გარანტია აფხაზეთის სუვერენიტეტისათვის".
მასალის გამოყენების პირობები