„არავინ არც აფხაზეთში და არც რუსეთში არ აპირებს აფხაზეთის ახლანდელი პოლიტიკური სტატუსის რევიზიას",_ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩელავ ჩირიკბამ სოხუმში რუსულ აფხაზური ურთიერთობისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე.
„საერთაშორისო ურთიერთობები მაღალი ტურბულენტურობის ზონაშია მოქცეული. გარდა ახლო აღმოსავლეთში დაძაბული მდგომარეობისა მიდის სანქციური ომი რუსეთის წინააღმდეგ, დრამატული მოვლენები ვითარდება უკრაინაში და ამ ფონზე საქართველო ნატოში შესვლს მოითხოვს. ეს არის აშკარა საფრთხე როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის უსართხოებისათვის - ყველაფერი ეს კი კავკასიასა და მთელს რეგიონში ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის.
უსაფრთხოება განუყოფელია და ეს კარგადაა ცნობილი. რუსეთი - აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტია, აფხაზეთი კი რუსეთის უსაფრთხოების შემადგენელი მნიშვნელოვანი ელემენტი. ურთიერთინტერესი აქ ნათელია და ეს არის ბაზისი რუსულ-აფხაზური ურთიერთობებისა.
ამის გამო აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის დონის ამაღლება, უპირველეს პოვლისა უსაფრთხოების კომპონენტების ამაღლებას ეხება და ის რა თქმა უნდა ორივე ქვეყნის ძალოვან სტუქტურებთანაა კავშირში",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში ძალისხმევის ინტეგრაციას და მოკავშირე ერების, ისეთები როგორებიც არიან რუსეთი და აფხაზეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო კონტურის დახატვას, შეეიძლება ადევკატური პასუხი გასცეს სერიოზულ გამოწვევებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისა კავკასიის რეგიონში.
„აფხაზეთისათვის დიდ ინტერესს წარმოადგენს რუსეთის ლიდერობის პოზიციებზე დინამიურად ფორმირებადი ევრაზიული პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო და ჰუმანიტარული სივრცე, რომელიც ევრაზიულ ინტეგრაციულ პროექტად ფორმირდება, კოლექტიური შეთანხმების შესახებ ორგანიზაცია („ოდკბ"), საბაჟო კავშირი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და სხცა სტრუქტურები და იმედი გვაქვს, რომ ეს აფხაზეთის მომავალია.
რუსეთსა და აფხაზეთს ბევრი რამ აკავშირებს. ჩვენს ქვეყნებს შორის შექმნილია სოლიდური ბაზა შეთანხმებებისა. ხელმოწერილია 84 სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება და შეთანხმება, კიდევ დაახლოებით 20 მომზადების სტადიაში იმყოფება.
ყველაფერი ეს ჩვენ იმედს გვაძლევს ჩვენი ურთიერთობების მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ",_ განაცხადა ე.წ. მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის ე.წ. სტატუსის გადახედვას არავინ არ აპირებს.
„განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო, რომ არავინ არც აფხაზეთში და არც რუსეთში არ აპირებს აფხაზეთის ახლანდელი პოლიტიკური სტატუსის რევიზიას. აფხაზეთი არის და იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებლობა ხალხისათვის - უმაღლესი ფასეულობაა.",_ განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.