აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე პოლონეთის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრის მთავრი თემა აჭარაში შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის სამოქმედო გეგმის განხილვაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დელეგაცია უკვე მესამე დღეა ბათუმში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან მართავენ. დელეგაცია ბათუმს 26 სექტემბერს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები