ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი), მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ბჟუჟი ინტენსიურად რეცხავს საავტომობილო გზის მიწის ვაკისს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.