პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლას პოზიტურად აფასებს და აცხადებს, რომ ის იყო საქმიანი.
,, პრემიერს სურდა აქცენტები გაეკეთებინა იმის მიხედვით რა მიმართულებაც კონფერენციას ჰქონდა. შესაბამისად აქცენტები დაისვა, იგივე ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, იგივე იმ ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით ვისაც უნარები შეზღუდული აქვს და ა.შ. შესაბამისად ამ საკითხებზე საქართველოს გამოწვევა, რომ აქვს პრემიერმა სწორედ ეს აღნიშნა. მისი გამოსვა იყო პოზიტიური, საქმიანი, ძალიან ცოტა რიტორიკური მონაკვეთებით", _განაცახდა საყავრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე - „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე" სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითადი აქცენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები ვერ კმაყოფილდება.
„მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.