ევრაზიული კავშირის შექმნის ერთ-ერთი იდეოლოგი, რუსი ექსპერტი ალექსანდრე დუგინი აცხადებს, რომ სომხეთი ან იქნება ევრაზიული ან ის საერთოდ არ იქნება. განცხადება ამის შესახებ მან სომხურ მედიასთან საუბარში გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას შეუერთდება თუ არა სომხეთი ევრაზიულ კავშირს იმ ვადებში რა ვადებიც არის დასახელებული, კერძოდ - ოქტომბერში დუგინი ამბობს:
„გეოპოლიტიკაში ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრო თუ რა დროს დასჭირდება ამა თუ იმ პროცესის განვითარებს ან დასრულებას.
სომხეთი ევრაზიულ სივრცესა და ცივილიზაციას ეკუთვნის არის რა კავკასიური და ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც ტრადიციულად უჭირავს თავისი ადგილი ევრაზიის გეოპოლიტიკურ რუკაზე.
ამიტომაც სომხეთის ადგილი - ევრაზიულ კავშირშია. მას უბრალოდ სხვა ადგილი არ აქვს. ან სომხეთი იქნება ევრაზიული ან ის საერთოდ არ იქნება.
მაგრამ როგორ რიტმსა და დინამიკაში და როდის და როგორ მოხდება ეს თქმა მიჭირს, ვინაიდან სომხეთის ინტეგრაციას შეიძლება მცირე დრო დასჭირდეს, მაგრამ იქნებ დიდი დროც დასჭირდეს",_ აცხადებს დუგინი და აღნიშნავს, რომ ყველა სომეხი და პროსომხური ადამიანი ევრაზიული უნდა იყოს.
„ეს მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული. ყველა პროსუმხური ადამიანი ევრაზიული უნდა იყოს. ე ხშირად ვარ ერევანში და ვხედავ, რომ ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორისაც არ არის მკაფიო მიდგომა.
სიმხები კარგი ხალხია, მაგრამ ეს სურვილი მათ ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბდათ. სწორედ ეს აფერხებს მრავალ პროცესს. უნდა არსებობდეს სომხური ევრაზიულობა",_ აცხადებს ალექსადრე დუგინი.