საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში მეწყრის შედეგად დაზარალებული ქარცივაძეების ოჯახი მოინახულეს. ისინი არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და ოჯახს დახმარება აღუთქვეს. ბათუმში 20-21 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა ქარცივაძეების სამ სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი დაუზიანა. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა გეოლოგებმა შეისწავლეს. ამ დროისთვის ოჯახი თავს ნათესავებს აფარებს