დასავლეთის პოლიტიკა უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტთან მიმართებაში არაშორსმჭვრეტელია, იმიტომ, რომ ის ფუჭ ოცნებებზეა დაფუძნებული, იმის შესახებ, რომ რუსული აგრესია ნატოს საზღვრებამდე ვერ მიაღწევს. განცხადება ამის შესახებ ჯარის, კონვერსიისა და განიარაღების კვლევითი ცენტრის დირექტორმა ვალენტინ ბადრაკმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დასავლეთს იმედი აქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მთელი კონფლიქტი ნატოს საზღვრებამდე განვითარდება. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი არაშორსმჭვრეტელობა",_ განაცხადა ბადრაკმა.
ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთმა პალიატიული პოლიტიკა აირჩია, ანუ ის მთალიანობაში უარს არ აცხადებს უკრაინისათვის დახმარებაზე, მაგრამ არც კონფლიქტში ჩართვა სურს.
მისივე აზრით, აშშ უკრაინას პირდაპირი დაზიანების იარაღს არ მიაწვდის. ამ კონტექსტში მან გაიხსენა პრეზიდენტ პოროშენკოს გამონათქვამი იმის შესახებ, რომ უკრაინა ევროპას იცავს, ევროპა კი გლობალური ომისგან ერთ ნაბიჯში იმყოფება.
„ეს ფუჭი სიტყვები არ არის, ეს მკაფიო დასკვნაა, რასაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიუც ადასტურებენ",_ განაცხადა ექსპერტმა.