რუსეთის პრეზიდენტრმა ვლადიმერ პუტინმა ოს სეპარატისტთა ლიდერის ანატოირ თიბილოვის სახელზე სეპარატისტული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი თავის მილოცვაში მაღალ შეფასებას აძლევს მყარ რუსეთ-სამხრეთოსურ ურთიერთობებს, რომლებიც „მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთ ხელსაყრელ პირობებზეა დამყარებული და ასევე იმედს გამოთქვამს, რომ
მომავალში პროდუქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება სხვა და სხვა მიმართულებით",_ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსული მხარე მზადაა მომავალშიც აქტიური დახმარება გამოუწიოს „სამხრეთ ოსეთის ხალხსა და ხელმძღვანელობას სოციალ ეკონომიკური განვითარებისა და ნაციონალური უსაფრთხოების გამყარების საკითხში".