ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიიდან 11 ადამიანი ჩავიდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ისინი მათი თანამემამულეები, იორდანიაში მცხოვრები აფხაზები არიან. ე.წ. „ჯგუფს იორდანიაში აფხაზეთის წარმომადგენელი აშრაფ ჭკუა ხელმძღვანელობს",_ წერს აფხაზურ მხარე.
ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტში აცხადებენ, რომ იორდანიელი „თანამემამულეები" „ისტორიულ სამშობლოში" გასაცნობად, აფხაზური ე.წ. მოქალაქეობის მისაღებად და აფხაზური ე.წ. პასპორტების ასაღებად ჩამოვიდნენ.
„ყველა ჩამოსული აფხაზური გვარის ჭკუას წარმომადგენლები არიან. ისინი აფხაზეთში 29 სექტემბრამდე დარჩებიან",_ წერს აფხაზური მხარე.