იუსტიციის მინსტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი კატეგოორის ადამიანები ვერ შეძლებენ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ნებართვის მოპოვების უფლებას.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თუ პირი დეპორტირებული იქნება საზღვარგარეთის ქვეყნიდან იმ მიზეზით, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული მას საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლების მოპოვების საშუალება
ამასთან წულუკიანის განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას თუ ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე იარაღის გამოყენებით, ან ძალადობით რომელთა სია კანონში ჩამოთვლილი იქნება, ან არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული ისეთ შემთხვევებში როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, როგორიც არის საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომა, ან როდესაც პოლციელს გაუწია წინააღმდეგობა.
,, ეს პირები მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მოხდილი ნასამართლეობა ვერ მიიღებენ ნებართვას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის", _განამარტა წულუკიანმა
.