„ჩვენ არასოდეს, არავითარ ფასად და არავითარ გარემოებებში არ დავთანხმდებით ყირიმის ოკუპაციას",_ განაცხადა უკრანის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონში კონგრესის ორივე პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„აგრესორმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის წართმევა გადაწყვიტა. ყირიმის ანექსია არის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მოღალატური აქტი თანამედროვე ისტორიაში.
მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინამ, რომელმაც უარი მსოფლიოში რიგით მესამე ბირთვულ პოტენციალზე თავისი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ზურგში დანა მიიღო ერთ ერთი იმ ქვეყნიდან, რომელმაც მას ეს გარანტია მისცა"_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მსოფლიოს მოუწოდა დააფიქსიროს, რომ სხვისი ტერიტორიის ოკუპაცია მისაღები არასოდეს გახდება.
„ჩვენ არასოდეს, არავითარ ფასად და არავითარ გარემოებეში არ დავთანხმდებით ყირიმის ოკუპაციას. ოკუპაციის შეწყვეტა და ყირიმის ანექსიის გაუქმება არა მხოლოდ საკვანძო პირობებია რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების სრული დარეგულირებისათვის არამედ თავად ყირიმის აყვავებისათვის არის აუცილებელი პირობა.
მანამდე კი ვიდრე ეს პირობები შეუსრულებელია მე მოვუწოდებ ამერიკასა და მთელს მსოფლიოს მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ სხვისი ტერიტორიის ანექსია მისაღები არასოდეს იქნება",_ განაცხადა პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები