შოტლანდიის თვითმართველობის გაღრმავების პროექტი 2015 წლის იანვარში გამოქეყნდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა.
„ჩვენ მოვიქეცით სწორად, როდესაც პატივი ვეცით შოტლანდიის ნაციონალური პარტიებს, მივეცით შოტლანდიელ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება და ჩვენ მოვისმინეთ ხალხის ნება", - განაცხადა კემერონმა.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში დადგა ერთად წინსვლის დრო.
„შოტლანდიელებმა გამოხატეს თავიანთი ნება. შედეგი ნათელია - მათ შეინარჩუნეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც ოთხი ერისგან შედგება და ისევე როგორც მილიონობით ადამიანი, მეც ბედნიერი ვარ", - განაცხადა კემერონმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შოტლანდიელები მიიღებენ უფრო მეტ უფლებებს საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად, ისევე როგორც უელსელებმა და ჩრდილოთ ირლანდიელევბა უნდა მიიღონ უფრო მეტი დამოუკიდებლობა.