სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ანტი ტურუნენი (გაერო) ჰერბერტ სალბერი (ევროკავშირი) და ანჟელო გნედინგერი (ეუთო) ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდდნენ. საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ 29-ე რაუნდს შეეხო, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
ჩირიკბამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მოლაპარაკებათა ფორმატზე და არნიშნა, რომ უნდა მოიძებნოს და შემუშავებულ იქნეს ისეთი ფორმატი, რომელიც ყველა მხარისათვის მისაღები იქნება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის წინააღმდეგია.
„აფხაზური მხარე მოლაპარაკებათა ჩაშლის წინააღმდეგია, თუმცა არის ისეთი საკითხები რომლებსაც ჩვენ ვერ გადავალთ",_განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაცული უნდა იქნეს ბალანსი პრინციპულობასა და კომპრომისების ძებნას შორის.
ჩირიკბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე დააყენევბს საკითხს აფხაზეთის მკვიდრთათვის საერთაშორისო გადაადგილების აკრზალვის მოხსნის შესახებ, უგზო- უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი, აფხაზური მედიის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
მისი დასრულების შემდეგ ჰერბერტ სალბერმა (ევროკავშირი) განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ საინტერესო წინადადებები წარადგინა. ჩირიკბამ კი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინ მოლაპარაკებათა რთული რაუნდი იქნება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა მთავარი პრობლემა არის ის, რომ მიღწეულ იქნას კონსესუსი ფორმატსა და დღის წესრიგთან დაკავშირებით.
ჩირიკბამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე კატეგორიულ უარს აცხადებს დევნილების საკითხის განხილვაზე, რასაც ქართული მხარე მოითხოვს.
„აფხაზური მხარის მიზანი - ეს ურთიერთობათა ნორმალიზაციაა აფხაზეთის აღირებისა და მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პირობით",_ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ასევე გაგრძელდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა.
მასალის გამოყენების პირობები