19 სექტემბერს, ბათუმში (მის: ჯავახიშვილის N72, ეკლესიის უკან) სხვადასხვა დაავადებების დროს საჭირო სისხლის მარაგის შესაქმნელად გაიმართება აქცია ,,გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად". სისხლი, საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკისთვის შეგროვდება, აქცია დღის 12:00 საათზე დაიწყება, მასში მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. მანდატურეთან ერთად სისხლის უანგაროდ გაღების შესაძლებლობა ყველა მსურველს ეძლევა.
სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 18 წლის ზემოთ მოსახლეობის უამრავი დაავადება ფიქსირდება, რომლის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა (მათ შორის ავტო-ავარიები, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონები, მშობიარეები, სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობები და სხვა).
რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი და ჰემოგლობინი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, ბათუმში მანდატურის სამსახურის შენობაში იმუშავებს.
მისამართი ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 72 ( ეკლესიის უკან )
საკონტაქტო პირი
თინიკო 593151775
საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი