როგორც დღევანდელი სომხური გაზეთი „ჟოხოვურდი" წერს, საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, სომხეთის ელჩმა იური ვარდანიანმა ნამდვილი დიპლო-მატიური ფურორი მოახდინა.
„ჩვენს გაზეთს სანდო წყაროებმა შეატყობინეს, ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო მინისტრთან თავისი პირველი შეხვედრის დროს მას სომხეთის სახელით დაუვიწყარი საჩუქარი მიართვა. არ იჩქაროთ და არ გაიფიქროთ, რომ მან ბასტურმა ან სომხური კონიანი „არარატი" გადასცა... არა, იური ვარდანიანმა მაია ფანჯიკიძეს საკუთარი თავი აჩუქა, უფრო ზუსტად კი, ლამაზჩარჩოიანი საკუთარი გამოსახულება, ლეგენდარულ წითელ შორტებში, შტანგის აწევის მომენტში. ხომ დაგვეთანხმებით, რომ ეს მართლაც ორიგინალური საჩუქარია?
ბოლოს და ბოლოს, იური ვარდანიანმა ქართველებს როგორმე ხომ გააგებინოს, მათ საქმე განსაკუთრებულ პიროვნებასთან აქვთ?", - ირონიულად წერს გაზეთი.
ჯი-ეიჩ-ენისგან: იური ვარდანიანი - დაიბადა 1956 წელს, მსოფლიოში აღიარებული მძლეოსანი, სსრკ-ს ოთხგზის ჩემპიონი, , ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ჩემპიონი, 43-ჯერ აქვს დამყარებული მსოფლიო რეკორდი.
2013 -1014 წლებში იყო სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი.
2014 წლის ივნისში დაინიშნა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.