ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა. ქართველ სამხედროებს სპეციალური სიგელები მისიის წარმატებით შესრულებისთვის ISAF-ის რეგიონალური სარდლობა სამხრეთის ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ მაიკლ ბილსის სახელით გადაეცათ.
საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის ქართველ ჯარისკაცებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო კოინები გადასცა ასევე, ყანდაღარის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მაიკლ ფანტინიმ.
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ISAF-ის ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ამერიკელმა ოფიცრებმა ქართველი სამხედროების დამსახურებაზე და ISAF-ის მისიაში შეტანილ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.
დაჯილდოების ცერემონიალი ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე, ბანაკ "ბრედლი სმიტის" ტერიტორიაზე გაიმართა. ცერემონიალს სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელობასთან ერთად, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო.