ლონდონში მიმდინარე ,,ძლიერთა თამაშების" ტურნირზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდმა ფრენბურთში დანიის და გერმანიის ნაკრებები მეოთხედფინალში დაამარცხა.
ასპარეზობის წარმატებულ დასაწყისს ქართველ სამხედროთა გუნდს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ულოცავს:
,,ვულოცავ საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდს ,,ძლიერთა თამაშებში" ნეხევარფინალში გასვლას. მე, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ვამაყობ თქვენი მაღალი მოტივაციით და ბრძოლის ჟინით. მჯერა, რომ თქვენი შემართება ასპარეზობის ფინალამდე ასეთივე წარმატებით მიგიყვანთ".
"Invictus Games" პრინც ჰარის, ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით იმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების „ძლიერთა თამაშებში" მონაწილე გუნდის შემადგენლობაში არიან პაატა ჯიბუტი, ჯიმშერ ჩხენკელი, ბადრი გელენავა, მანუჩარ ნაყიშაშვილი, გულადი თოდუა, მალხაზ შეყელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები