სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ,,ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით ვერავინ ვერაფერს მოახერხებს, რადგან ყველა სახელმწიფო ორგანო გამართულად მუშაობს.
,,ჩემს კოლეგას ლექსო ჭიკაიძეს აქვს ამის საფუძველი და ინფორმაცია, რომ ქონდეს ასეთი ვარაუდის საფუძველი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ვინაიდან გამართულად მუშაობს ყველა ინსტიტუცია. მადლობა მინდა გადავუხადო შსს პირად შემადგენლობას და მის ხელმძღვანელობას ვინაიდან ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური კრიმინოგენური ვითარება და იყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება", _განაცხადა პეტრიაშვილმა მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კივსა და თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ,,ნაცმოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს ქვეყანაში 500 კაციანი მობილური ჯგუფების შექმნა დაავალა რომლის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია იქნება.
,, ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. Eეს დავალებები გაიცა თურქეთისა და კიევის შეხვედრებზე. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალება, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფები. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ. მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - აცხადებს ჭიკაიძე ,,ალიასთან" ინტერვიუში.