წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების (პირდაპირი და პორტფელი) მოცულობა გაიზარდა. „საქსტატის" ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 151 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციითვე, საბანკო სექტორში ცვლილება
გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან თანხის გადადინებამ უცხოურ პორტფელის ინვესტიციებში .
წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 480 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2014 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების წილი პროცენტულად შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 62 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი - 51 პროცენტით, ხოლო მესამეზე ლუქსემბურგი - 32 პროცენტით. მსგავსი პროცენტული თანაფარდობა გამოწვეულია სწორედ არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების რეკლასიფიკაციით არარეზიდენტ პორტფელის ინვესტორებად.
რაც შეეხება უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას, მთლიან შემომავალ ნაკადებში შემდეგნაირი განაწილებაა: ნიდერლანდები 28 პროცენტი, აზერბაიჯანი -
19 პროცენტი და ლუქსემბურგი - 10 პროცენტი.
2014 წლის II კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა და 101 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობა 58 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკა 45 მლნ. აშშ დოლარით.